კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „ადამიანის უფლებები, მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა.
კონფერენცია, უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კვლევითი ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა და მასში საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტები და პროფესორები ჩაერთნენ.
სამეცნიერო კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ გახსნა და მომხსენებლებს მიესალმა. რექტორმა ყურადღება გამახვილა იმ ფაქტზე, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტმა თავის პლატფორმებზე, იმ საკონფერენციო მოხსენებების გამოქვეყნების სურვილი გამოთქვა, რომლებიც საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში იბეჭდება. ნაშრომები სტატიების სახით იანვრის თვეში გამოქვეყნდება.
კსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა - მინდია უგრეხელიძემ უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით აღებულ გეზზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნული კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობასა და დროულობაზე ისაუბრა.
სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს შეეხებოდა, ასევე განხილული იყო დეკლარაციის გავლენას სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალზე.
კონფერენციაზე, რომლის სამუშაო ენა ინგლისური გახლდათ, მონაწილეებმა და შეკრებილმა სტუმრებმა 20-მდე სხვადასხვა მოხსენება მოისმინეს, აღსანიშნავია რომ მათგან 8 მოხსენება, უცხოელმა პროფესორებმა წარმოადგინეს. კონფერენციის მიზნები რამდენიმე ძირითად პუნქტადაა გაწერილი:
შეგახსენებთ, რომ საკონფერენციო მოხსენებები საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში იბეჭდება და ეს მასალები ფართო აუდიტორიისათვისაც ხელმისაწვდომია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება