10 დეკემბერს დაწყებულ ადამიანის უფლებათა კვირეულს აქტიურად შეუერთდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საკონფერენციო დარბაზში, კონფერენციის - „ადამიანის უფლებების მიღწევები და გამოწვევების“ ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსს - მარინა კვაჭაძეს, ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარ კონსულტანტს ნათია ჯუღელს, ამავე ცენტრის თანამშრომელს - თორნიკე ჭიჭინაძესა და ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელს ნიკა დათეშიძეს უმასპინძლა.
ღონისძიება კსუ-ს კანცლერის მოადგილემ ნინო ჩუბინიძემ გახსნა. სტუმრებმა სტუდენტებსა და შეკრებილ საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულენოვანი საძიებო ბაზა გააცნეს. მათი თქმით, ამიერიდან დაინტერესებულ პირებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5000-მდე გადაწყვეტილების გაცნობა ამიერიდან უკვე მშობლიურ ენაზეც შეეძლებათ, რაც ერთგვარი ფუფუნებაა ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელისათვის.
,,დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების ასახვის ტენდენციები ეროვნულ კანონმდებლობაში“ - ეს გახდათ ის თემა, რაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარმა კონსულტანტმა - ნათია ჯუღელმა ისაუბრა, მიმოიხილა სასამართლოების მიერ ამგვარი კატეგორიის დავების განხილვის თავისებურებები.
,,დისკრიმინაცია, როგორც დამამცირებელი მოპყრობის“ შესახებ შეკრებილ აუდიტორიას ესაუბრა ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელი ნიკა დათეშიძე. მან მიმოიხილა მოცემულ თემატიკაზე როგორც ევროპული სასამართლოს პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეები. განხილულ იქნა აგრეთვე დისკრიმინაციული მოპყრობის ცნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით და ის სტანდარტები, რომლებიც დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება