13 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის საჯარო ლექცია გაიმართა.
ღონისძიება კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. ელჩის საჯარო ლექცია ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხებოდა, როგორიცაა: „საქართველო-ირანის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების პერსპექტივები, ირანის როლი ენერგორესურსების კონტექსტში, ირანის როლი სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების სტაბილიზაციის საკითხებში“, შეხვედრის მეორე ნაწილში კი ელჩმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციას ესწრებოდნენ „საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრის წევრები“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება