კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების ( ეთერ ჩაჩუა, ვიქტორია ბუცხრიკიძე, ნინა ინასარიძე, მარიამ გერლანი, ქრისტინე ხუჯაძე, ტერეზა ასათიანი) ინიციატივითა და სამართლის ფაკულტეტის მხარდაჭერით, პროექტ - ,, იმიტირეული სასამართლო პროცესების“ ფარგლებში, უნივერსიტეტს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ნადარეიშვილი ეწვია.
სტუმარმა შეხვედრის დროს იმიტირებული პროცესის სპეციფიკაზე ისაუბრა და სტუდენტებს კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მისცა, თუ რა ფაქტებსა და მოვლენებზე უნდა გაამახვილონ პროცესის დროს ყურადღება. მან რეალურ და იმიტირებულ სასამართლო პროცესს შორის არსებული მსგავსება-განსხვავებებიც მიმოიხილა.
ირაკლი ნადარეიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის დროს ფსიქოლოგიური წნეხის ინსტრუმენტზე, მოწმის დაკითხვის მექანიზმსა და შესავალი სიტყვის მნიშნელობაზე ესაუბრა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტები რიგ საკითხებს კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ და მომხსენებელს კონკრეტული კითხვები დაუსვეს შესავალ სიტყვაზე, შეკითხვების ეტაპსა და დასკვნის სიტყვის ეფექტურობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტი კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანატის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება