11 თებერვალს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრის, ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების, ახალგაზრდა ეპილეფტოლოგთა ასოციაციისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია გაიმართა.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს როგორიცაა:
პირველი მოხსენებით, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი - სოფიო კასრაძე წარსდგა, რომელმაც შეკრებილი საზოგადოების წინაშე, ეპილეფსიის ისტორია მიმოიხილა. მან ეპილეფსიის დეფინიციაზე, კლინიკურ ნიშნებზე, დაავადების შესახებ ისტორიულ წყაროებში პირველ აღწერილობაზე და დაავადების შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე გაამახვილა ყურადღება.
,,ეპილეფსია და მკურნალობა ორსულებში”- მეორე მოხსენება, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მედიცინის დოქტორმა, ბავშვთა ნევროლოგმა - ნინო გოგატიშვილმა წარმოადგინა. მან 2017 წლის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაჩვენებლების სტატისტიკური ცნობარი მიმოიხილა.
მომხსენებელმა შეკრებილ აუდიტორიას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კვლევაც გააცნო - რომელიც ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბაზაზე განხორციელდა.
ბავშვთა ნევროლოგის თამარ ედიბერიძის მოხსენება - ,, ეპილეფსია და სპორტი“, იმ რჩევებისა და საყურადღებო დეტალების ანალიზს მოიცავდა, რაც ეპილეფსიით დაავადებულმა ნებისმიერმა ადამიანმა და მისმა ოჯახის წევრმა უნდა გაითვალისწინოს.
თამარ ედიბერიძის თქმით, რიგი სპორტული აქტივობა რეალურად შეიძლება შეიცავდეს რისკის ელემენტებს, თუმცა თითოეული შემთხვევის ინდივიდური განხილვა გვაძლევს საშულებას დავაბალანსოთ რისკი და სარგებელი.
რჩევები, თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია:
გამოიყენეთ სპორტის სახეობის შესაბამისი დამცავი საშუალებები (ჩაფხუტი, ჟილეტი და ა.შ);
მიაწოდეთ მწვრთნელსა და თქვენი გუნდის წევრებს ინფორმაცია შესაძლო გულყრებისა და პირველადი დახმარების ღონისძიებების შესახებ;
ესაუბრეთ თქვენს ექიმს ვარჯიშთან დაკავშირებული ინდივიდური რისკების თაობაზე;
დაიცავით წყლის და საკვების მიღების რეჟიმი და იქონიეთ შაქრის შემცველი წასახემსებელი თან;
საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - დავით კვერნაძის მოხსენებით დასრულდა. მან თავის მოხსენებაში „ეპილეფსია, ფილოსოფია და რელიგია” - ეპილეფსია ფილოსოფიურ და რელიგიურ ჭრილში განიხილა და შეკრებილ საზოგადოებას საინტერესო მიგნებები წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა, ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერას, ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებაში არსებული ცრურწმენების აღმოფხვრას, სწორი ინფორმაციის დამკვიდრებასა და ეპილეფსიის სტიგმის ხარისხის შემცირებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება