29 და 31 ოქტომბერს, გერმანელმა ქირურგ-ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე და მეათე სემეტრელი სტუდენტებისათვის ოთხი საჯარო ლექცია წაიკითხა:
“ Trauma; soft tissue damage, brain injury, head injury, abdominal cavity damage, bone fracture, burn, freezing, wounds”.
“Bowel obstruction”.
’’Urgent surgery“
’’Thoracic surgery“
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში, გარდა სალექციო ფორმატისა, დირკ ჯენტშურამ, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან პრაქტიკული მეცადინეობები, კსუ-ს აფილირებულ კლინიკაში - თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში 30 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გამართა.
სტუდენტების თქმით, პროფესორი ლექციებზე მათ თეორიულ მასალასთან ერთად, კონკრეტულ თვალსაჩინოებებსაც (ვიდეო და ფოტო მასალის სახით) წარმოუდგენდა, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და ინტერაქტიულს ხდიდა სალექციო ფორმატს.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორისთვის დარგში მიმდინარე სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ, დამატებითი შეკითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება