30 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მომხსენებლებს წარმატებული მუშაობა უსურვა. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ეკატერინე დგებუაძე და ნუნუ მიცკევიჩი, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე.
კონფერენციის გახსნაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ირმა ტატიშვილი, ნინო მეტრეველი და დალი მინდიაშვილი.
კონფერენციაში მოხსენებით 70-მდე მომხსენებელი წარსდგა, რომლებიც 5 სექციაში მუშაობდნენ: დირექტორთა სექცია; ჰუმანიტარული საგნების სექცია; საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სექცია; უცხო ენის, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის სექცია; უსაფრთხო სკოლის სექცია.
დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის მიზნებია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება სკოლებში პოზიტიური, ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად; მასწავლებელთა და დირექტორთა შესაძლებლობების გაძლიერება სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით; სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითარება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყელიბების მიზნით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი საქმიანობის წახალისება; თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვის გამოცდილების გაზიარება; საჯარო და კორძო სკოლების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა და სხვ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება