„ეკონომიკური ომის თეორია და გლობალური უსაფრთხოება“ - პრჟემისლავ ფურგაშის ლექციათა კურსი კსუ-ში
24 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, პოლონელი პროფესორის, პრჟემისლავ ფურგაშის ინგლისურენოვანი ლექციათა კურსი - „ეკონომიკური ომის თეორია და გლობალური უსაფრთხოება“ - დაიწყო.
პროფესორი პრჟემისლავ ფურგაში არის ბიზნესის და მეწარმეობის კოლეჯის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ოსტროვეც-სვენტოკშისკი, პოლონეთი), ასევე, კვლევებისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ლექციათა კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
- ძირითადი ცნებები და გეოეკონომიკის იდეები. მსგავსებები და განსხვავებები გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკას შორის;
- გეოეკონომიკა და მისი როლი საერთაშორისო სისტემაში. გეოეკონომიკის ინსტრუმენტები: ეკონომიკური სანქციები და ემბარგოები;
- გეოეკონომიკის ინსტრუმენტები: ეკონომიკური დახმარება; საინვესტიციო პოლიტიკა და სუვერენული სიმდიდრის ფონდები;
- გეოეკონომიკის ინსტრუმენტები: კიბერსივრცის აქტივობები, ფინანსური და მონეტარული პოლიტიკა; საქონელი; გლობალური და რეგიონალური ეკონომიკური ინსტიტუტები და ორგანიზაციები - მათი დღის წესრიგი და პოლიტიკა;
- ეკონომიკური ომები მე-20 და 21-ე საუკუნეებში: სავაჭრო ომები;
- ეკონომიკური ომები მე-20 და 21-ე საუკუნეებში: სავალუტო და ფინანსური ომები;
- გეოეკონომიკა აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში საუკუნეების განმავლობაში - პირველი მსოფლიო ომი, ომთაშორის პერიოდი, მეორე მსოფლიო ომი, ადრეული ცივი ომი;
- გეოეკონომიკა აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში საუკუნეების განმავლობაში - გვიანი ცივი ომი, პოსტ ცივი ომის პერიოდი, 21-ე საუკუნე;
- გეოეკონომიკა ჩინეთში - საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა;
- რუსულ-უკრაინული ეკონომიკური ომი.
ლექციათა კურსი 8 მაისამდე გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს კი ამავე დროს, გავლილი კურსი თავისუფალ კრედიტში ჩაეთვლებათ.