კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კვლევების პოპულარიზაციას, საჯარო ლექციების, სემინარებისა და კონფერენციების გამართვას ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანია კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების განვითარება და სკოლის მიერ მათი სხვადასხვა კომპონენტის გაძლიერება.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა მოაწერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება