პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების იმიტაცია, ვორკშოფი - “მულტიმედია წიგნიერება”, სამეცნიერო სემინარი “ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სიახლეები” და ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი - ეს იმ განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალია, რომლებიც 22 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მეცნერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩაატარა.
კსუ-სთან ერთად, მასშტაბურ, ათდღიან ფესტივალში, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და გამომცემლობები სხვადასხვა ღონისძიებით ჩაერთნენ.
მეცნერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018 - კონფერენციებს, საჯარო ლექციებს, გამოფენებს, ვიქტორინებსა თუ სამეცნიერო-პოპულარულ ექპერიმენტებს აერთიანებდა, რომლებიც ფესტივალის მონაწილეების მიერ დაიგეგმა.
ფესტივალის გახსნის დღეს, 22 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის სტენდით იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის აღჭურვილობა დაეთვალიერებინათ და მულაჟების მაგალითზე ენახათ, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, გულ-ფილტვის რეანიმაცია თუ სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ კსუ-ს სტენდმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
მეორე აქტივობა, რომელიც კსუ-ს მულტიმედია ცენტრში ჩატარდა - ვორკშოფი - “მულტიმედია წიგნიერება“ გახლდათ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ჟურნალისტიკის წრეში (მედიასტუდია „დრო“) ჩართულმა, მე-11-12 კლასის მოსწავლეების 20 კაციანმა ჯგუფმა, მულტიმედია წიგნიერების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან რამდენიმე მნიშნელოვანი თემა გაიარა: მედია და კომუნიკაციები თანამედროვე სამყაროში, კამერის წინ მუშაობის გამოცდილება, როგორ ავაწყოთ სიუჟეტი, უსაფრთხო ქცევები სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, მულტიმედია ცენტრის ტელესტუდიაში, ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების ფოტოგამოფენაც მოეწყო, სადაც სასწავლო დისციპლინის ,,ფოტოჟურნალისტიკის “ ფარგლებში მათ მიერ გადაღებული ნამუშევრები გამოიფინა. ვორკშოფის დასასრულს, მონაწილეები, ტრენერები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, მორიგი ღონისძიება, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით, არქეოლოგიის ცენტრში გაიმართა. სამეცნიერო სემინარს - ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სიახლეები“, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს, ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი, ისტორიის დოქტორი - მინდია ჯალაბაძე ესაუბრა.
მეოთხე დასკვნითი ღონისძიება კსუ-ს მარან ,,კოლხში“ ჩატარდა, სადაც კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა და საერთაშორისო კატეგორიის სომელიემ , (WSET-ის მეორე დონე) - საბა ქიტიაშვილმა - შეკრებილ აუდიტორიასთან, ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი ჩაატარა. საქართველოში ვაზისა და ღვინის ისტორიულ ნაწილზე ყურადღება, ასევე კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა - შენგელი კიკილაშვილმა გაამახვილა.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნები რამდენიმე ძირითად პუნქტად გაიწერა:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება