კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ვახტანგ მაისაია, ოქტომბერსა და ნოემბერში საქმიანი ვიზიტით, პოლონეთში, მაკედონიაში, ბულგარეთსა და ავსტრიაში იმყოფებოდა.
პროფესორმა, ბულგარეთში, წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტში, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 3 კვირის მანძილზე, უსაფრთხოების თეორიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ლექციები ჩაუტარა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
ვახტანგ მაისაიამ სამხედრო აკადემიაში, სამხედრო სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა და ასევე, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 21-ე საუკუნეში არსებული სამხედრო გამოწვევების შესახებ გაიმართა.
მაკედონიაში, სკოპიეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, შავი ზღვის აუზის რეგიონში ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეების რაობასა და მასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ საჯარო ლექცია გამართა.
პოლონეთში, კონფერენციაზე, ვახტანგ მაიასაიამ ახლო აღმოსავლეთში - ავღანეთსა და პაკისტანში არსებული გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზი წარმოადგინა და ურთიერთთანამშრომლობის ნაბიჯები გადადგა პაკისტანის პეშავარის უნივერსიტეტთან, რომელთან თანამშრომლობაც უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში შევა.
რაც შეეხება კსუ-ს პროფესორის ვიზიტს ავსტრიაში, ვახტანგ მაისაია, პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მუდმივი წევრისა და მრჩევლის ამპლუით დაესწრო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება