28 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია „დიო“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიხედვით მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას წარმართონ ერთობლივი საქმიანობა, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო ცოდნისა და საწარმოო-ტექნიკური ინფორმაციის გადაცემა უნივერსიტეტში არსებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით; წარმართონ ერთობლივად სამეცნიერო, სასწავლო, პრაქტიკული და პროფესიულ-საგანმანათლებლო პროცესი მათ ხელთ არსებული სამეცნიერო ცოდნის, ინტელექტუალური პოტენციალისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით; ითანამშრომლონ ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავებისა და მათი სასწავლო პროცესებში დანერგვისათვის; ხელი შეუწყონ, შესაძლებლობის ფარგლებში, წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტი უწყვეტი განათლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კურსებზე მეორე მხარის წარმომადგენელთათვის განსაზღვრავს 20%-იან ფასდაკლებას. ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს სასერტიფიკატო მოკლე და გრძელვადიანი კურსების მომზადებასა და ორგანიზებას სასურველ თემატიკაზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და კომპანია „დიო“-ს გენერალურმა დირექტორმა, ირმა დაუშვილმა მოაწერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება