კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კსუ-ს კლინიკური სწავლების კოორდინატორის (ამერიკის გულის ასოცაციის (AHA) ტრენერი, UEFA-ს აკრედიტირებული ტრენერი) ლაშა დოლიძის ხელმძღვანელობით, 3-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, ,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“ სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა.
კურსი 36 საკონტაქტო საათს მოიცავდა და მსმენელებმა ისეთ საკითხებზე გაიღრმავეს ცოდნა როგორიცაა:
სასერტიფიკატო კურსის ძირითადი მიზანი იყო მსმენელთათვის სიღმისეულად გაეცნო საქართველოსა და მსოფლიოში, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები და საძიებო სისტემები, ქვეყანაში არსებული სადაზღვევო და ფარმაცევტული პოლიტიკა, ფინანსები და ჯანდაცვის ეკონომიკა.
სასერტიფიკატო კურსი, სადაზღვეო კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა, სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა კლინიკების ექიმებმა, ექთნებმა, რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელებმა და სამედიცინო სფეროს ჯამში 12-მა პირმა გაიარა. მათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ კურსის თითოეული მოდული სპეციალურად ამ სასერტიფიკატო კურსისთვის მოწვეულმა ტრენერმა ჩაატარა.
გაცნობებთ, რომ ჯანდაცვის მენეჯმენტის მორიგი სასერტიფიკატო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება