საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესეების კონკურსში ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა რომელიც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა" (EARI) განახორციელა. საუკეთესო 26 ესეს შორისაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კონსტიტუციონალისტის ბექა ქანთარიას ესეც. დაჯილდოების ცერემონია 24 აგვისტოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები პირადად გადასცა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სულ შემოვიდა 93 ესე, აქედან შეირჩა 26 საუკეთესო, სიმბოლურად 26 მაისთან დაკავშირებით და გამოიცა კრებულის სახით. წიგნი საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება