11 თებერვალს, კავკასიის სავაჭრო სახლის ეგიდითა და კსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით, ესპანეთს კოოპერატივების ასოციაციის რეგიონული კოორდინატორი, მეფუტკრეობის დარგში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ქალთა კოოპერატივ ,,ბი ჯორჯიას“ დირექტორი - მანანა ბოლქვაძე ეწვევა.
ვიზიტი ექვსი სამუშაო დღის მანძლზე გაგრძელდება და ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავს, როგორიცაა: შეხვედრა ესპანეთის კოოპერატივების გაერთიანებაში, შეხვედრა ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ მეფუტკრეობის კვლევისა და სოფლის მეურნეობის ცენტრში - APISCAM, მადრიდის მეფუტკრეობის ასოციაცია - ვიზიტი საფუტკრე მეურნეობაში, (როგორ ვაქციოთ მეფუტკრეობა ტურიზმის წყაროდ, როგორ მზადდება ბიო თაფლი, როგორ ხდება მისი შეფუთვა და გაყიდვა?) ვიზიტი თაფლისაგან დამზადებული პროდუქციის საწარმოში (კრემები,შამპუნები, ნიღბები). შეხვედრა მადრიდის უნივერსიტეტში ევროპროექტების ჯგუფთან - სამომავლო ერთობლივ პროექტების დაგეგმვა მეფუტკრეობის მიმართულებებით. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სასერტიფიკატო კურსებისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ (ა)იპ კავკასიის სავაჭრო სახლი “Caucasus Trading House” წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
კავკასიის სავაჭრო სახლის დამფუძნებლები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აჭარის სავაჭრო პალატა, ქართულ-ესპანური კვლევისა და ინოვაციის ცენტრი - RIBS-ი და საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა.
კავკასიის სავაჭრო სახლის პრეზიდენტი გახლავთ - კსუ-ს რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებში - ვახტანგ წივწივაძე, დირექტორი - „კვლევა და ინოვაცია ბიზნესის განვითარების გადაწყვეტილებებისათვის“ თავმჯდომარე - ვალერი გულბანი, ორგანიზაციას ესპანეთში ორი წარმომადგნელელი ჰყავს - კსუ-ს წარმომადგენელი ესპანეთში - ქეთევან გორგილაძე და ესტებან ლოცანო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება