31 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, ანალიტიკოს ვასილ რუხაძის საჯარო ლექცია - „პოლიტიკური ძალაუფლების დაყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს სტრუქტურული რეალობა“ - გაიმართა.
მომხსენებელმა აშშ-სა და საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები მიმოიხილა და მათი შედარებითი ანალიზი გააკეთა. ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტუქტურების ეფექტურ ფუნქციონირებასა და კონტროლში სამოქალაქო საზოგადოების როლს.
ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტთა კითხვები ორი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება