კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, ტრენინგი - ,,გადაუდებელი მდგომარეობების მართვა საკალათბურთო პრაქტიკაში“ ჩატარდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ცენტრის ბაზაზე, სუპერლიგის, “ა” ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებზე მომსახურე სამედიცინო პერსონალს, 12-13 ოქტომბერს, ორდღიანი ტრენინგი - ,,გადაუდებელი მდგომარეობების მართვა საკალათბურთო პრაქტიკაში“ - ჩაუტარდათ. 25 მსმენელისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი, სასემინარო საათებისაგან განსხვავებით, პრაქტიკული მუშაობის დროს - 2 ნაწილად იყოფოდა და სალექციო ნაწილში განხილულ საკითხებსა და მანიპულაციებს, პრაქტიკაში მულაჟების დახმარებით ხვეწდა. აღნიშნულ სემინარს, ტრენერები - ლაშა დოლიძე, მაკა გაბიძაშვილი და ქეთევან ველიაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ტრენინგის მეორე დღეს მონაწილეებმა სპეციალური ტესტი წერეს, რომლის შედეგების საფუძველზეც, დადებითი შეფასების მქონე მსმენელები პრაქტიკულ გამოცდაზე მიიწვიეს. ორდღიანი ტრენინგის მონაწილე სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასემინარო თუ საგამოცდო ფორმატი - სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. ტრენინგი - ,,გადაუდებელი მდგომარეობების მართვა საკალათბურთო პრაქტიკაში“, მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალს მაქსიმალური ინფორმაცია და წვდომა ჰქონდეს იმ სიახლეების, მეთოდებისა და გამოწვევვების შესახებ, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო სამყაროში მიღებულ და კარგად აპრობირებულ პრაქტიკას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მსგავსი ტიპის ტრენინგ-სემინარები, კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ბაზაზე, მომავალშიც გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება