კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლების ინიციატივითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებს ტრენინგ-კურსი სოციალურ უნარ-ჩვევებში ჩაუტარდათ.
ტრენინგს, რომელიც ფსიქოლოგმა, სოციალური ფსიქიატრიის მაგისტრმა - თამარ დვალიძემ ჩაატარა, როგორც ფაკულტეტის დეკანი - ვლადიმერ მაჭარაშვილი, ასევე ამავე ფაკულტეტის ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა.
ტრენინგზე, რომელიც ორი დღის მანძილზე, 3 და 10 დეკემბერს ჩატარდა, კონფლიქტი და მისი მართვის სტრატეგიები იყო განხილული. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: „კონფლიქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები“, „კონფლიქტი და მისი ტიპები/კლასიფიკაცია“, „კონფლიქტის მოგვარების გზები“, „კომუნიკაციის სახეები“, „ეფექტური კომუნიკაციის ფორმები“, „ბრაზი და ბრაზის მართვის ტექნიკები“, ეფექტური კომუნიკაცია/ასერტული ქცევა.
აღსანიშნავია, რომ გარდა თეორიული ნაწილისა, ტრენინგები დისკუსიის, ინდივიდუალურ და ჯგუფური სამუშაოების ფორმატსაც გულისხმობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება