8 ივნისს, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა რეგიონული სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „თანამედრო მედიცინა“. კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, მოწვეული ლექტორის, მაია სვანიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებდნენ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: ლადო მშვიდობაძე, ტარიელ ფაილოვანიანი, თეონა ბარბაქაძე/სალომე ხოფერია, მარეხ სალდაძე/გიორგი პოპიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მაია სვანიძის ხელმძღვანელობით კონფერენციაზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა თეიმურაზ კუჭუაშვილისა და გიორგი ჯანელიძის თემამ - „საქართველოში ხშირად გამოვლენილი ინფექციური დაავადებების ძირითადი ასპექტები“. რეგიონურ სტუდენტურ კონფერენციაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ასოცირებული პროფესორის ნანა თევზაძის ხელმძღვანელობით, ასევე მოხსენება წარადგინა ელენე ლალიაშვილმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება