კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე დერმატო-ვენეროლოგიაში. (3 ადგილი).
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 27 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით. კონკურსანტებთან გასაუბრება განხორციელდება 31 მაისს.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
დ) დიპლომის ასლი;
ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;
ბ) კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;
გ) საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;
დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება