„ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოება“ - კსუ-ში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა 22 ივნისს, „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრისა“ და კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოება“.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ოთარ სომხიშვილი, ლია ჯამბურია, შოთა შანშიაშვილი, სალომე ნოზაძე, ლიზი ფიფია, ბუხუტი სიჭინავა და ნინო ბოლქვაძე.
მაგისტრანტთა ნაშრომები ძირითადად სადაზვერვო საქმიანობასა და ტერორიზმის გამოწვევებს ეხებოდა, რომელიც „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების“ შრომების კრებულში დაიბეჭდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება