26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „საქართველო ევროპაა“ - გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა შეეფასებინა საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ემსჯელა საკითხის ისტორიულ პერიპეტიებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე.
კონფერენციას ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე უძღვებოდა. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
კონფერენციაში სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებებით წარსდგნენ: კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია; კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ კიკნაძე; კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლევან ნიკოლეიშვილი; კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ბექა მანაგაძე.
კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე ალიკა გუჩუამ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება