კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობისა და თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ტრენინგი ტერამოს უნივერსიტეტში (იტალია, აგვისტო-სექტემბერი, 2019)
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტები, ლუკა ბეშიძე და ლევან ბაჩანაძე მონაწილეობას იღებენ ტრენინგში, რომელსაც ტერამოს უნივერსიტეტის ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მასპინძლობს. ტრენინგი ტარდება ერასმუს პლუსის საერთაშორისო პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრობი-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab" ფარგლებში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სასწავლო კურსს გადიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ხოლო ტრენინგებს ატარებენ ტერამოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე მომავალი მეცნიერებისა და პროფესიონალების თეორიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლას.
ინტენსიური ერთთვიანი კურსი ბიოტექნოლოგიის სფეროს თემატიკის ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: საკვები პროდუქტების უვნებლობისა და ხარისხობრივი პარამეტრების განსაზღვრა და მათი ფიზიკო-ქიმიური და ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა, ცოცხალი უჯრედების ფიზიოლოგური პარამეტრების შესწავლა თანამედროვე აპლიკაციების გამოყენებით და სხვა. სტუდენტები გაირღმავებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ექსპერიმენტის დაგეგმვა და დიზაინი, ანალიტიკური მეთოდები და ინსტრუმენტები, ნიმუშების აღება და ანალიზი, მონაცემების აღება და შედეგების ინტეპრეტაცია.
ტერამოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს წარმატებით გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე და მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება