14 დეკემბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ, კსუ-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია, თემაზე - „ნატო და ევროკავშირი“ ჩაატარა. მომხსენებელი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირის პრიორიტეტები, ამ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, ევროპული ღირებულებები, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ნატოს სტანდარტებთან საქართველოს თავსებადობა, შავი ზღვის უსაფრთხოება და რუსეთის პროპაგანდა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტები ძირითადად ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით აქტუალური საერთაშორისო პროცესებით დაინტერესდნენ და მათში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და დაინტერესებული სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე საჯარო ლექციები დაიგეგმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება