31 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, დერმატო-ვენეროლოგის, ლალი მეკოკიშვილის საჯარო ლექცია - „ბრძოლა კანის კიბოს წინაააღმდეგ იწყება გონებაში“ გაიმართა.
ლექციაზე, რომელიც ევრომელანომას კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მომხსენებელი სკოლის მოსწავლეებს კანის დაავადების სახეებსა, მზის სხივების დადებით და უარყოფით ზემოქმედებაზე ესაუბრა, ასევე გააცნო კანის კიბოს პრევენციის საშუალებები, კანის ტიპები, კანის კიბოს ნიშნების ამოცნობა და მზისგან დაცვის ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტები, შემეცნებითი ტურები, ლექციები და მასტერკლასები პერმანენტულად იმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება