29 მარტს, კსუ-ს კარიერის კვირეულის ფარგლებში, ბიზნესის მიმართულებით დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „როგორ გავხდე წარმატებული ფინანსისტი?“, რომელსაც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი უძღვებოდა.
მასტერკლასზე მომხსენებელმა აუდიტორიას თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა ასოციაციის საქმიანობისა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომელიც აუცილებელია წარმატებული ფინანსისტისთვის. ასევე ინფორმაცია მიაწოდა საფონდო ბირჟებსა და საქართველოს ფინანსურ სექტორზე.
„წარმატებული ფინანსისტობისთვის აუცილებელია საბაზისო განათლების მიღება, ეკონომიკის შესწავლა და გაცნობიერება. არ დაელოდოთ უნივერსიტეტის დასრულებას, იკითხეთ ლიტერატურა და იყავით ყოველთვის აქტიური“ - განაცხადა შოთა გულბანმა.
შეგახსენებთ, რომ კარიერის კვირეული, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა, რომელიც 4 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებდა. კვირეული ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში დახმარებას ითვალისწინებდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება