18 მარტს, კსუ-ს ბიბლიოთეკაში, კარიერის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის, თინათინ მახარაძის საჯარო ლექცია, თემაზე: „როგორ გავხდე პროკურორი?“ - გაიმართა.
მომხსნებელმა აუდიტორიას გააცნო საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის ძირითადიმიმართულებები. სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირებისა და მისი ეტაპების შესახებ. ასევე, გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია პროკურორის პროფესიის დასაუფლებლად.
კარიერის კვირეული კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს დაეხმაროს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება