22 მარტს, კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, კარიერის კვირეულის ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა.
თემაზე -„როგორ გავხდე ნოტარიუსი?“ - კსუ-ს სტუდენტებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე შეხვდა.
მომხსენებელმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა ნოტარიუსის პროფესიის ისტორიულ პერიპეტიებსა და სხვადასხვა ქვეყანაში მისი განვითარების თავისებურებებზე. სტუდენტებს გააცნო ის აუცილებელ უნარ-ჩვევები და სხვადასხვა ეტაპი, რაც აუცილებელია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ასევე, ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსებისთვის სასწავლო კურსებსა და სტაჟირების პროგრამებზე.
აღსანიშნავია, რომ კარიერის კვირეული 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში ეხმარება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება