2 აპრილს, სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი მასტერკლასი, თემაზე: „როგორ განავითარო შენი კარიერული გეგმა“ - გაიმართა, რომელსაც „კანტის აკადემიის“ პროგრამებისა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი მირანდა გაბუნია გაუძღვა.
მომხსენებელმა აუდიტორიასთან ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: კარიერული განვითარების ნაბიჯები; კარიერის დაგეგმვა სურვილების, ინტერესებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით; ვაკანსიების მოძიება; CV-ის შედგენა; სამოტივაციო წერილი; სოციალური ქსელები; ეფექტური გასაუბრების ტექნიკა; სხეულის ენა და სხვ.
მასტერკლასი კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ ფარგლებში გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება