11 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” - უმასპინძლა.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები არიან, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და კანადის მეღვინეობა-მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს ქართული მეცნიერების დარგებს ღვინისა და ვაზის შესახებ. წარმოდგენილია საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგები, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ-აგრობიომრავალფეროვნების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით მეღვინეობა-მევენახეობაში.
კონფერენციის დღეს უცხოელი მომხსენებლები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ასევე შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას, შეხვედრის შემდეგ კი კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჯიღაურას კვლევითი ცენტრი მოინახულეს.
9-12 მაისს კონფერენციის ღონისძიებებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იყალთოს ქვევრის აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება