კარიერული განვითარების სამსახურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციის ორგანიზებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 2 მაისს მოეწყობა პროფესიული ტური საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფისში.
პროფესიული ტურის ფარგლებში კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 30 აპრილამდე.
ბმული: http://bit.do/eQsLw
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება