კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების ( ეთერ ჩაჩუა, ვიქტორია ბუცხრიკიძე, ნინა ინასარიძე, მარიამ გერლანი, ქრისტინე ხუჯაძე, ტერეზა ასათიანი) ინიციატივითა და სამართლის ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტ - ,,იმიტირებული სასამართლო პროცესების“ ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორი იმიტირებული პროცესი გაიმართა.
აღნიშნულ პროექტში, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის 24 სტუდენტი (მეორე და მესამე კურსი) მონაწილის, ხოლო 6 სტუდენტი (მეოთხე კურსი) მენტორის ამპლუით ჩაერთო.
სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის მიმართულებით, ქართულ ქეისებს (საქმეებს) შეეხებოდა, ნაფიცი მსაჯულთა ჯგუფი კი როგორც კსუ-ს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ 24 ნოემბერს ჩატარებულ ორივე იმიტირებულ პროცესში, გამარჯვებულად ბრალდების მხარე დასახელდა. დასკვნითი პროცესების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, სადაც საბოლოოდ გაირკვევა რომელი გუნდი შეძლებს პირველი ადგილის მოპოვებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება