30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ცნობილი მეცნიერისა და იმუნოლოგის, პიტერ ლიდიარდის ლექციათა კურსი გაიმართა, რომელიც იმუნოლოგიის მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხს მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ პიტერ ლიდიარდი კსუ-ს აფილირებული პროფესორია, ასევე არის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ბიომედიცინის განყოფილების მიწვეული პროფესორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება