26 სექტემბერს, ქ. თბილისის N207 სკოლის მოსწავლეებისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროექტი - „პირველი სამედიცინო დახმარება“ - გაიმართა.
ტრენინგს კსუ-ს კლინიკური სწავლების კოორდინატორი ლაშა დოლიძე გაუძღვა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა კრიტიკული მდგომარეობის მართვის თეორიული საკითხები გააცნო და პრაქტიკული მაგალითებიც აჩვენა.
ღონისძიება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება