7 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი პაატა იმნაძე შეხვდა.
სემინარის - „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება” - ფარგლებში, მომხსენებელმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მწვავე დაავადებები, მათი გავრცელების რისკები და პრევენციული ზომები მიმოიხილა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება