20 ნოემბერს, კსუ-ს ენების ცენტში, ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსელებმა (ჯგუფი - N 1701, N 1702) კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გამართეს. (სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ნინო თვალჭრელიძე).
ღონისძიებას, კსუ-ს კანცლერის მოადგილე - ნინო ჩუბინიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მარინა გედევანიშვილი, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - ჯემალ სოლოღაშვილი, ენების ცენტრის უფროსი - მაია ხელაია, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მეორე კურსის სტუდენტებმა, სასწავლო დისციპლინის ფარგლებში მომზადებულ კვლევით პროექტში, უნივერსიტეტის ისტორიისა და განვითარების ძირითადი ასპექტები მიმოიხილეს და დამსწრე აუდიტორიას კსუ-ს უცხოელი სტუდენტების საქართველოში ცხოვრებისა და უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილების ძირითადი დეტალები გააცნეს. კმაყოფილების დონის კვლევაში, რომელიც სტუდენტებმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს, მათ 19 უცხოელი სტუდენტი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხეს.
სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა კვლევითმა პროექტმა, კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა. ვიცე-კანცლერმა - ნინო ჩუბინიძემ, კვლევით ნაწილში, სტუდენტების მხრიდან საინტერესო მიგნებებზე გაამახვილა ყურადღება, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა - მარინა გედევანიშვილმა კი სტუდენტებს აღებული ტემპისა და გეზის შენარჩუნება და სამომავლოდ კიდევ უფრო დახვეწა უსურვა.
სტუდენტებსა და საგნის ხელმძღვანელს, წარმატებული პრეზენტაციის ჩატარება ასევე მიულოცეს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ჯემალ სოლოღაშვილმა და ენების ცენტრის უფროსმა - მაია ხელაიამ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება