”Hrlab” არის დასაქმების პლატფორმა, რომელიც დაარსდა 2017 წელს „სტარტაპ საქართველო“ - ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით. კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება.
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ საშუალება უსასყიდლოდ ისარგებლონ „Hrlab“-ის სერვისებით, კერძოდ სამსახურის მაძიებელ სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია „Hrlab“-ის ელექტრონულ პორტალზე, შექმნან რეზიუმე და გაიმარტივონ სასურველი სამსახურის მოძიება.
P.S. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კარიერული განვითარების სამსახურს.
ოთახი: № 513
ტელ: (+995 32) 261 12 98 (188); (+995 32) 294 59 92(188).
ელ-ფოსტა: career@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება