კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის ასოცირებული პროფესორის - გიგლა გობეჩიას სასწავლო დისციპლინის ,, ანალიტიკური მედიის“ ფარგლებში, მესამე კურსის ჟურნალისტებს, სამხედრო ანალიტიკოსი, ჟურნალ ,,არსენალის“ რედაქტორი - ირაკლი ალადაშვილი შეხვდა.
ლექციის ფორმატიდან და განსახილვევლი თემატიკიდან გამომდინარე, მესამეკურსელების გარდა, შეხვედრაზე დასწრება ჟურნალისტიკის სპეციალობის სხვადასხვა კურსის სტუდენტებსაც შეეძლოთ.
მომხსენებელმა, სტუდენტებთან ამ პროფესიაში მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და შეკრებილ სტუდენტებს პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები მისცა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატსაც მოიაზრებდა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ სტუმრისათვის დამატებითი შეკითხვები დაესვათ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირაკლი ალადაშვილმა, როგორც ჟურნალ ,,არსენალის“ რედაქტორმა, სტუდენტებს საინტერესო წინადადება და თანამშრომლობაც შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ასოცირებული პროფესორის - გიგლა გობეჩიას სასწავლო დისციპლინების ფარგლებში, ჟურნალისტიკის სპეციალობის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს, უშუალოდ დარგის წარმომადგენლებთან, ამ ტიპის შეხვედრები სისტემატურად უტარდებათ. აღსანიშნავია რომ სტუმარი - ლექტორის სტატუსით მოწვეულ პროფესიონალებს, საგნის ხელმძღვანელი და სტუდენტები ერთობლივად არჩევენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება