კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისში პროფესიული ტური მოეწყო.
პროფესიული ტური 12 ივნისის, აღმასრულებლების პროფესიული დღის აღსანიშნავად ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამუშაო გარემოს. ტურის დასასრულს, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტთა მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება