29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, მე-6 საერთაშორისო კონფერენცია - "სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი" - გაიმართა.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილობა 130-მდე უცხოელმა სტუმარმა აშშ-ის, ისრაელისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მიიღო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება