საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი.
კოორდინატორის ფუნქცია-მოვალეობები:
ამზადებს პროექტებს სამსახურის უფროსის მითითებით და გაწერილი გეგმით;
მონაწილეობს კურსების შემუშავების და დამტკიცებისათვის საჭირო ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებში;
ახორციელებს ტრენინგებისა და კურსების მონიტორინგს. ამუშავებს და აანალიზებს შეფასების კითხვარების მონაცემებს.
კოორდინატორი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში: 40სთ;
გამოსაცდელი ვადა: სამი თვე (ანაზღაურებადი).
კონკურსის ეტაპები:
საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
კონკურსის ვადა:
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 6 დან 9 ნოემბრის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება