19 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სკოლა „პოლიგლოტის“ მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, ინგლისური ენის საგნის ფარგლებში (პედაგოგი - ელიზავეტა ზაზაძე), ენდოკრინოლოგის, კსუ-ს ასისტენტ-პროფესორის თამარ კახნიაშვილის ლექცია თემაზე - „სხეულის აგებულება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - გაიმართა.
მომხსენებელმა ლექციაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საკვები ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, წყალი), კალორიები, სხეულის მასის ინდექსი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა „პოლიგლოტსა“ და კსუ-ს შორის თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია და სკოლის წარმომადგენლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება