11 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საინფორმაციო შეხვედრა ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კოკა კაციტაძე, ამავე დეპარტამენტის პროკურორი - ემზარ გაგნიძე და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მრჩეველი - ქეთევან ასანიძე სტუმრობდნენ.
შეხვედრა კოკა კაციტაძემ გახსნა და დამსწრე აუდიტორიასთან საქართველოს პროკურატურის ორგანოზებში სტაჟიორთა კონკურსის შესახებ საინფორმაციო ნაწილის განხილვამდე, შეკრებილ საზოგადოებას საგამომძიებო ორგანოს ორგანიზაციოული სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა.
კოკა კაციტაძემ განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტებზე გაამახვილა - (იმიტირებული სასამართლო პროცესი, იმიტირებული გამოძიება, ერთი დღე პროკურორად, სასამართლო მონიტორინგი, საჯარო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან)
შეხვედრის მეორე ნაწილში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა - ემზარ გაგნიძემ შეკრებილ აუდიტორიას საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ვადების, პირობების, ეტაპების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და უახლესი სტატისტიკის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, დასკვნით ნაწილში კი აუდიტორიის შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
დამატებითი ინფორმაციისათვის კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს შემდეგ ნომრებზე: 032240 52 40; 032240 52 07
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება