25 მარტს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს საჯარო ლექცია გაიმართა.
მომხსენებელმა მიმოიხილა ტურიზმის მნიშვნელობა, სტატისტიკა და განვითარების ტენდენციები, როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში. განიხილა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემის გადაჭრის გზები.
ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტთა კითხვები ტურიზმის სფეროს აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, რაზეც მომხსენებლისგან საინტერესო პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს, იციკ მოშემ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტს საჩუქრად წიგნები გადასცა, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ მოღვაწეობის მნიშვნელოვან ფაქტებს აღწერს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება