9 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ - ფარგლებში, კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო კონკურსი - „ქართული ღვინის გზა“ გაიმართა.
კონკურსანტებმა თავიანთ ნაშრომებში წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების მიხედვით ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახეობების, ასევე მათი დამზადების ტექნოლოგიების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე.
პროექტი 3 ეტაპისგან შედგებოდა, ფინალურ ეტაპზე კი 26 საუკეთესო ნაშრომი გადავიდა, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის დიპლომები 3 კატეგორიის მიხედვით გადაეცათ. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ - ალბერტ და გიორგი ლალუაშვილები, ლაშა ქურდაძე (ხაშური, მე-8 საჯარო სკოლა); ილია ბოლქვაძე (ბათუმი, გიმნაზია „XXI საუკუნე“); ლუბა რამიშვილი (ჩოხატაური, სოფ. შუასურების საჯარო სკოლა).
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა დაჯილდოებამდე, კონკურსანტებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაცია ბაზას ესტუმრნენ. ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ჯიშების უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება