14 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული კონფერენცია, თემაზე: „მშვიდობა კავკასიაში: ახალგაზრდების როლი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაძლიერებაში“ - გაიმართა.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ყურადღება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაზე გაამახვილეს, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, აღნიშნულ პროცესებში კი ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლს.
ღონისძიება კსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტისა და „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის“ თავჯდომარის - ალი ბადიროვის, ასევე აზერბაიჯანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორი ახალგაზრდების საზოგადოებრივი კავშირის“ თავმჯდომარის - ფარიდ შაჰბაზლის ორგანიზებითა და კსუ-ს მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებებით წარსდგნენ კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, „ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ალიკა გუჩუა, „აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი - აჰმად შაჰიდოვი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მაგისტრი - გიორგი გოგუა და კავკასიოლოგი - ნოდარ თოთაძე.
ღონისძიებას ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო პირები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე მსგავსი სახის კონფერენციას უახლოეს მომავალში უკვე აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება