კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით, 10 დეკემბრიდან - 14 დეკემბრის ჩათვლით, კარიერის კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისათვისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ხუთი შეხვედრა გაიმართა. შეკრებილი აუდიტორიის წინაშე, მეან-გინეკოლოგი, პროფესორი - მამუკა ნემსაძე, დერმატოლოგი, პროფესორი - ლალი მეკოკიშვილი, პედიატრი - თეიმურაზ მიქელაძე, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი - გუგა ქაშაბიძე და ალერგოლოგი, კსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ბიძინა კულუმბეგოვი წარდგნენ. მედიცინის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, თავიანთი პროფესიული არჩევანის, კვალიფიკაციის, ინტერესებისა და დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
კარიერის კვირეულის ფარგლებში, თითოეულმა ექიმმა, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მისცა სტუდენტებს, მათ შორის, მუდმივი განვითარება და მუშაობა საკუთარ თავზე; მჭიდრო კავშირი, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კოლეგებთან; პროფესიის სიყვარული; კარგი და მეგობრული გუნდის შემოკრება; უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი 2019 წლისთვის უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების ჩართულობით კვლავ გაგრძელდება. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს დაეხმაროს სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერის სწორ დაგეგმარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება