კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში - პოეტის, პროზაიკოსის, ესეისტის, ლექტორის, ტელეწამყვანის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელის და მთავარი რედაქტორის - გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მომხსენებელმა წიგნზე და წიგნიერებაზე, წიგნთან ადამიანების ბუნებრივ ურთიერთობასა და ლიტერატურის სიყვარულზე ისაუბრა.
ლექციის მსვლელობის დროს, გიორგი კეკელიძემ პარალელები გაავლო ქართულ და უცხოურ ლიტერატურას შორის, თავისი ძირითადი სათქმელიც, ისევ და ისევ, სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების მოხმობითა და მისი ანალიზის გზით თქვა.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანში, წიგნის სიყვარულისა და კითხვის ბუნებრივი მოთხოვნილების, ანალიტიკური აზროვნების უნარის მნიშვნელობასა და მზამზარეული ლიტერატურული შეფასებებისა თუ დამოკიდებულებების ნაკლოვანებაზე. გიორგი კეკელიძემ, მათ, განსაკუთრებით სასკოლო ასაკში, კრიტიკული აზროვნების უნარი დაუპირისპირა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ გზით, ხდება გონების წვრთნა და ვარჯიში.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, მთლიანად კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, სადაც სტუდენტებმა საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და მომხსენებელს მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი შეკითხვები დაუსვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება