საქართველო, თბილისი, 14 დეკემბერი, 2018 წელი
კონფერენციის თემა: „ადამიანის უფლებები, მიღწევები და გამოწვევები“.
კონფერენციის მიზნები:
კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს დეკლარაციით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, მის გავლენას სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალზე, გამოწვევებს მიღებიდან 70 წლის შემდგომ.
შენიშვნა: აღნიშნული ჩამონათვალი არ ზღუდავს თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა შესახებ მოხსენებების წარმოდგენას.
კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციაზე რეგისტრაცია - (საკონფერენციო მასალების - სამეცნიერო მოხსენებისა და CV გამოგზავნის ბოლო ვადა) 30 ნოემბერი, 2018 წელი;
კონფერენციის შედეგები - 1 დეკემბერი, 2018 წელი;
კონფერენციის ჩატარების თარიღი - 14 დეკემბერი, 2018 წელი.
მოთხოვნები:
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტებული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტებს.
ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი.
წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:
ნაშრომის მოცულობა: 7-10 გვერდი;
ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen;
ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 11, სქოლიოების ტექსტი - 9;
ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.15;
გვერდების საზღვრები - 1.9 სმ.
დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი და CV უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: research@ciu.edu.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ კოფნერენციის დასახელება: „ადამიანის უფლებები: მიღწევები და გამოწვევები“.
წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები იბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დააკორექტიროს ნაშრომი ავტორთან შეთანხმებით.
სამეცნიერო კომიტეტი:
ხათუნა ბურკაძე - სამართლის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
მარინე კვაჭაძე - სამართლის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
მინდია უგრეხელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
მარიამ ჯიქია - სამართლის დოქტორი, საერთაშორისო სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
ქეთევან ჯინჭარაძე - სამართლის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საორგანიზაციო კომიტეტი:
სესილი გოგიბერიძე - სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი;
თამარ ნადირაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ანუკი წივწივაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
თამთა წირქვაძე - სამართლის ფაკულტეტის კოორდინატორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება