მიღება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე (წლიური ღირებულება 3000 ლარი) - მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა - 5 ადგილი.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით დოქტორანტურის კოორდინატორთან (ოთახი #58) .
ინგლისური ენის B2 დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურში 11 თებერვალს, ხოლო მიმღებ კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 12 თებერვალს.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე და განცხადებას თან დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- სამოტივაციო წერილი საკვლევ თემასთან დაკავშირებით;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლები (უნივერსიტეტს უფლება აქვს, კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ დოქტორანტს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- შესაბამისი დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
- ფოტოსურათი ამობეჭდილი და ელექტორნული სახით (CD დისკით), ზომით 3X4 (სმ);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. კონკურსანტი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია, ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურში.
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
- მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს აგრეთვე აღნიშნული მასალების ასლები.
დოქტორანტურის კონკურსანტი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B2 დონე).
საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები
- კონკურსანტი, რომელიც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აკმაყოფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, ასევე წარმატებით გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას (ან ექნება საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი), დაიშვება გასაუბრებაზე.
- დოქტორანტურის კონკურსანტი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის კოორდინატორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღებ კომისიაზე.
- კომისიას კონკურსანტის საანკეტო მონაცემებსა და სამოტივაციო წერილს საკვლევ თემასთან დაკავშირებით წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალურობა და მნიშვნელობა.
- კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
- დოქტურანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:
- სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
- სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 15 თებერვლამდე.